Saturday, November 7, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

გავაკეთეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია.

ავტვირთეთ  ჩვენი საქაღალდე გუგლ დრაივში და გავაზიარეთ

.საბოლოოდ შევაჯამეთ ჩვენი ტრენინგი.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.
წარმატებები.

Friday, November 6, 2015

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღეს ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით, ვისწავლე გაზიარება გუგლ-დრაივში, ლინკების დადება და შევქმენი პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Sunday, November 1, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის მეშვიდე დღეს  დავასრულე მასწავლებლის ბუკლეტზე მუშაობა, დანარჩენი დრო დაუთმეთ  შეფასების რუბრიკებს.გავეცანი და შევქმენით , მოსწავლის ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის, თვითშეფასების, მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. შექმნილ რუბრიკებს გამოვიყენებ შემდგომ პროეტებზე მუშაობის დროს.

Saturday, October 31, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგზე  ვისწავლეთ საპრეზენტაციო შაბლონების შექმნა, ვისაუბრეთ მრავალმხრივ ინტელექტზე, დიფერენცირებული სწავლების ფორმაზე. მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით შევადგინე პროექტის გეგმა.

Sunday, October 25, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგზე დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები,  განვიხილეთ ინტერნეტი როგორც  ერთერთი საკომუნიკაციო საშუალება, გავეცანით საავტორო უფლებებს, შევინახეთ და შევავსეთ  გამოყენებული  ლიტერატურის მარტივი შაბლონი, მივიღეთ  დავალება შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ამ ნასწალს  ყველაფერს გამოვიყენებ ჩემს შემდგომ პედაგოგიური საქმიანობის დროს.

Saturday, October 24, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

სასწავლო პროექტის ტრენინგზე  ვიმუშავეთ შეფასების სქემაზე, შევარჩიეთ მეთოდები და  ინსტრუმენტები. შევქმენი გონებრივი იერიშის კითხვარი წინარე ცოდნის შესამოწმებლად. ვიმუშავე საპრეზენტაციო პროგრამაში. დღეს ნასწავლს გამოვიყენებ შემდეგში პედაგოგიური საქმიანობის დროს.

Sunday, October 18, 2015

მესამე დღის რელექსია

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში  ვიმუშავე და სტანდარტით გათვალისწინებული საკითხები შეუსაბამე ჩემს საპროექტო თემას, ჩამოვაყალიბე შაბლონში თემის მიზნები, და შევიტანე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვა, ვიმუშავე მეორე მოდულის პირველ აქტიობაზე და გავეცანი ნიმუშებს.

Saturday, October 17, 2015

პირველი და მეორე დღის რეფლექსია

პირველ დღეს გავეცანით ერთმანეთს, გავეცანით  viewer ის პროგრამას, პირველი მოდულის აქტივობებს,საინტერესო რესურსებს, შევინახეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, შევქმენით საქაღალდეები პორტფოლიოსათვის, რომელსაც ბოლო ტრენინგზე ავტვირთავთ ბლოგზე.




 მეორე დღეს  ვისწავლე  ბუკლეტის შექმნა, გაკვეთილზე მისი გამოყენების დადებითი მხარეზე გავამახვილე ყურადღება, გარდა ამისა შევქმენი  ახალი ბლოგი. გავიხსენეთ ვორდში მუშაობა და  DRAIV-ში მუშაობა სადაც შევძლებ ჩემი ნამუშევრის განთავსებას.